04:53 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 14:48:50, 2260 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: აუცილებელია დაკონკრეტდეს, რა ფორმით ჩაერთვება პრეზიდენტის ადმინისტრაცია საყოველთაო სახალხო განხილვაში

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, ჩაერთოს საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვაში მიესალმება.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია დაკონკრეტდეს, რა ფორმით ჩაერთვებიან ისინი ამ პროცესში.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ძალიან კარგია იმის აღიარება, რომ საყოველთაო სახალხო განხილვები ხალხთან კონტაქტის ერთადერთი ლეგიტიმური ფორმატია. თუმცა, აუცილებლად მიმაჩნია, დაკონკრეტდეს, რა ფორმით ჩაერთვებიან ისინი საყოველთაო სახალხო განხილვაში - პრეზიდენტი თავად ივლის საპარლამენტო უმრავლესობასთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, თუ ამაში ჩაერთვებიან მისი წარმომადგენლები სხვა ფორმით. ანუ მან უნდა დააკონკრეტოს მონაწილეობის ფორმა და ამის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ზოგადად, ძალიან კარგია, რომ მან ასეთი სურვილი გამოხატა“, -აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვაში მონაწილეობაზე პარლამენტის შეთავაზებას ელოდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics