20:46 - 03 Jul, 2026
|
2017-05-03 11:23:33, 2196 ნახვა
მსოფლიო
ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა ნატო-ს კოლონასთან თავი აიფეთქა - დაიღუპა 8, დაშავდა კი, 25 ადამიანი
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა ნატო-ს სამხედრო კოლონისთან თავი აიფეთქა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 ადამიანი დაშავდა, აქედან 3 ამერიკელი სამხედრო მძიმედ დაშავდა. როგორც ნატო-ს მისიის კაპიტანმა ბილ სალვინმა აღნიშნა, კოლონის ნაწილმა თავდასხმის შემდეგ ბაზაზე დაბრუნება შეძლო. France Press-ის ცნობით, აფეთქება ქაბულში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან, პიკი საათის დროს მოხდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ცნობისთვის, აპრილის ბოლოს თალიბებმა მაზარი-შარიფის სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)