|
2017-05-02 12:45:27, 2071 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროში ბულგარეთის მსხვილი საინვესტიციო ფონდის ხელმძვანელს შეხვდნენ
საქართველოში საქმიანი ვიზიტით ბულგარეთის ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ფონდის„Clever Synergies Investment Fund“-ის მფლობელი ცვეტელინა ბორისლავოვა იმყოფება. ცვეტელინა ბორისლავოვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილეები ნინო ჯავახაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ბულგარეთს შორის სატვირთო გადაზიდვების განვითარების საკითხებს. კერძოდ, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის საბორნე გადაზიდვების მიმართულებით არსებული გამოწვევები და პერსპექტივები. მხარეებმა განიხილეს პროექტები, რომლის განხორციელებაც ხელს შეუწყობს საქართველოს გავლით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას და ორი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას. ასევე, სამინისტროს წარმომადგენლებმა ბულგარეთის უმსხვილესი გაერთიანების ხელმძღვანელს ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გააცნეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)