|
2017-05-01 12:01:06, 2470 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი: ევროკავშირმა რეფორმები უნდა განახორციელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, გაერთიანება დავტოვოთ
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროკავშირმა რეფორმები უნდა განახორციელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრანგეთმა შესაძლოა, ევროგაერთიანება დატოვოს, - ამის მაკრონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მაკრონიმ აღნიშნა, ევროპული იდეის მომხრეა, თუმცა პოლიტიკოსებმა მოსახლების აზრი უნდა გაითვალისწინონ. "მე პროევროპელი ვარ და ევროპული იდეიის მატარებელი. ასევე ევროპული ფასეულობების მომხრე ვარ. მჯერა, რომ ევროკავშირი საფრანგეთის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. გაერთიანება მნიშვნელოვანია ქვეყნის გლობალიზაციისთვისაც, თუმცა ამავე დროს ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენი ხალხის წინაშე. მოსახლეობა თვლის, რომ ევროკავშირი სტაბილური აღარაა, ხალხი გაბრაზებულია და თუ არაფერი გამოსწორდა ხალხის აზრი უნდა გავითვალისწინოთ. არ მინდა, რომ "ფრექსითის" მომსწრენი გავხდეთ", - აღნიშნა მაკრონმა. პრეზიდენტობის კანდიდატის განმარტებით, გამარჯვების შემთხვევაში მანდატს ევროკავშირის სიღრმისეული რეფორმისთვის გამოიყენებს. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება, თუმცა მანამდე პრეზიდენტობის კანდიდატები - ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი ერთმანეთს ტელედებატებში დაუპირისპირდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)