|
2017-04-28 18:00:37, 2361 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამთო სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
ავსტრიაში, ქალაქ ინსბრუკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და ფრანგულ კომპანია „კლასტერ მონტანას“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „კლასტერ მონტანა“ საფრანგეთის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც სამთო კურორტების მართვაშია ჩართულ ყველა მსხვილ ფრანგულ კომპანიას აერთიანებს. ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამთო სფეროში თანამშრომლობას, სათხილამურო ინდუსტრიისა და ოთხსეზონიანი ტურიზმის განვითარებას გულისხმობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის" დირექტორის ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, სამთო სფეროში დასავლური მართვის მეთოდების სიღრმისეული გაცნობა, გაცვლით პროექტებში მონაწილეობის მიღება, სემინარებში ჩართულობა და სამთო სფეროში გამოცდილების გაზიარება, რასაც მემორანდუმი ითვალისწინებს, კიდევ უფრო დაეხმარება საქართველოში სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას, სერვისის გაუმჯობესაბასა და ტურიზმის განვითარებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)