03:32 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 15:48:01, 2223 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბერძენიშვილი: მისასალმებელია, რომ უსუფაშვილი იქნება პოლიტიკაში, მაგრამ რეალურად რას აპირებს, ვერ გავიგე

„მე დღეს ვერ გავიგე რაზე იყო საუბარი, ჯერჯერობით შესაფასებელი არაფერია“,-ასე გამოეხმაურა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში  „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი ყოფილი თანაგუნდელის დავით უსუფაშვილის ინიციატივას, ახალი ცენტრისტული პარტიის შექმნასთან დაკავშირებით.

ბერძენიშვილის თქმით, უსუფაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მისასალმებელია.

„უპირველეს ყოვლისა უნდა გითხრათ, რომ მე  დღეს ვერ გავიგე რაზე იყო საუბარი. ითქვა, რომ არჩევნების შემდეგ იქმნება პოლიტიკური პარტია. არჩევნების შემდეგ, რომ შეიქმნება პოლიტიკური პარტია იმის მიხედვით  ვინ იქნება, რა იქნება, რა მიმართულება ექნება, იმის შეფასება შეიძლება, მანამდე რა უნდა შევაფასოთ კარგად ვერ გავიგე. ჯერჯერობით შესაფასებელი არაფერი არ არის. ჩვენ დავინახეთ, რომ არის არის მცდელობა,  დაბრუნდეს პოლიტიკაში. მისასალმებელია, რომ ბატონი უსუფაშვილი იქნება პოლიტიკაში, მაგრამ რა პარტიას ჰქმნის, ვისთან ერთად, ვინ არიან, რას აკეთებენ ჯერჯერობით უცნობია. ამიტომაც შესაფასებელია არაფერია“,-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, ახალი ცენტრისტული პარტია ახალი მიდგომებით შეიქმნას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics