02:16 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 12:08:57, 2250 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
„საქმე იქითკენ მიდის, რომ პოლიტიკური კომპრომისი აზრს დაკარგავს და 2018 წელს პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით მოხდება“

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქმე იქეთკენ მიდის, რომ პოლიტიკური კომპრომისი აზრს დაკარგავს და 2018 წელს პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით მოხდება.

"არასწორი ნაბიჯები იდგმება ჩვენი ოპონენტების მხრიდან პრეზიდენტის თაოსნობით.ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა ამ სისტემაში, პარტიებთან თანხმდება თან თავისი ადმინისტრაციის მეშვეობით, რომლის სტატუსი საერთოდ გაუგებარია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეშვეობით ხვდება პოლიტიკურ პარტიებს და ე.წ. ექსპერტებს და მათთან თანხმდება იმაზე, როგორ უნდა მიიტანოს შეტევა პარლამენტზე. თუ ეს პროცესები გაგრძელდება, ნებისმიერი ტიპის კომპრომისს აზრი დაეკარგება და გადავალთ იმ სისტემაზე, რომელიც სისტემური თვალსაზრისით უფრო სწორია. თუ კომპრომისს აზრი დაეკარგება, არაპირდაპირი წესით არჩევა შეიძლება მოხდეს შედარებით ადრე. დიდი იმედი მაქვს კომპრომისს აზრი არ დაეკარგება",-აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics