13:33 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 09:46:09, 2195 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
პარლამენტში კონსტიტუციის ახალი პროექტი ოფიციალურად დღეს დარეგისტრირდება

საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციის ახალი პროექტი დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდება.

რეგლამენტის თანახმად, ბიუროს სხდომაზე ინიცირების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში საერთო სახალხო განხილვების უზრუნველსაყოფად სპეციალური კომისია შეიქმნება. 

სწორედ კომისიამ უნდა წარმოადგინოს განხილვების გრაფიკი და ჩატარების ადგილი. კომისიას ერთი თვის ვადა აქვს და ის ვალდებულია საკანონმდებლო ორგანოს განხილვების ანგარიში წარუდგინოს. 

როგორც დეპუტატები აცხადებენ, პარალელურად ვენეციის კომისიის დასკვნას მიიღებენ. პარლამენტი დოკუმენტს 3 მოსმენით უყრის კენჭს. იმისთვის, რომ პროექტი ძალაში შევიდეს, მეორე და მესამე მოსმენებს შორის სამთვიანი დისტანცია უნდა იყოს. 

მმართველი გუნდის შეფასებით, წლის ბოლოს ახალ, დემოკრატიულ კონსტიტუციას მიიღებენ. საერთო სახალხო განხილვებში მონაწილეობას აქტიურად გეგმავს უმცირესობა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics