00:55 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 14:39:07, 2098 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: კონსტიტუციის ახალი ვერსია არ უწყობს ხელს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის პოლიტიკას

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის აზრით, კონსტიტუციის ახალი ვერსია არ უწყობს ხელს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების პოლიტიკას, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მიშველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის შეფასებით, მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლა, ყოველგვარი განხილვის გარეშე გამოცხადდა.

პრეზიდენტის შეფასებით, ახალი კონსტიტუციით ორპალატიანი პარლამენტის შემოღებაც არ არის უზრუნველყოფილი, რაც ასევე საპარალამენტო რესპუბლიკის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს. 

"ყველას გახსოვთ პროცესის დაწყებისთანავე პრეზიდენტის შეთავაზება, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა წარმართულიყო მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით და საზოგადოების ფართო ჩართულობით.
საკონსტიტუციო კომისიამ პროექტი საზოგადოების  ჩართულობის გარეშე შეიმუშავა, მას გაემიჯნა ყველა პოლიტიკური პარტია, ექსპერტებისა და არასამთავრობოების უმრავლესობა,  უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველმა. დოკუმენტისთვის კენჭისყრა კი, გაუგებარი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილებით - კომისიის წევრთა შემადგენლობის შეცვლის შედაგად მოხერხდა. 

შემოთავაზებულ მოდელში ბლოკების შექმნის აკრძალვით და ამ ფონზე 5%-იანი ბარიერის შენარჩუნებით, გამარჯვებული პარტიის მიერ გადაუნაწილებელი ხმების სრულიად უსამართლო მითვისებით,  რეალურად ყალიბდება არაკონკურენტული საარჩევნო სისტემა, რაც მომავალში მრავალპარტიული  პარლამენტის  შექმნის შესაძლებლობას  კრიტიკულად ამცირებს,  ხალხის განწყობის პროპორციულად  ასახვას არ უზრუნველყოფს, საბოლოოდ კი, ქვეყანა ყალიბდება ფსევდოსაპარალამენტო რესპუბლიკად, სადაც იმის ნაცვლად, რომ პარტიები და პარლამენტი იყოს ძლიერი, ორივე შესუსტებულია", - აღნიშნა მიშველაძემ.

 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics