12:17 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-24 18:46:24, 1701 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ლიგა - მესამე ტური

22-23 აპრილს, თბილისის ლიგის მესამე ტურის მატჩებს “მარაკანასა” და “ავაზას” სტადიონებმა უმასპინძლა.

მესამე ტურის შემდეგ უმაღლესი ლიგის ლიდერობა „სეუმ“ შენარჩუნა, რომელმაც ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, „ნახალოვკა“ 5:1 დაამარცხა. პირველი სამი ქულა მოიპოვა გასული სეზონის ჩემპიონმა „ კვარტალმა“, რომელმაც დებიუტანტ „ტტც“ -სთან 4:2 იმარჯვა. დანარჩენი შეხვედრები კი დაძაბულ ორთაბრძოლებში წარიმართა - ორი გაძევება, თერთმეტმეტრიანები,  ბევრი  ლამაზი გოლი და ემოცია.

ტურის გამორჩეული ფეხბურთელი „კვარტალის“ თავდამსხმელი ალექსანდრე კაიდარაშვილი გახდა, რომელიც ტტც -სთან შეხვედრაში ჰეთ-თრიკით გამოირჩა.

მესამე ტურის შემდეგ, ახალი ლიდერი ჰყავს პირველ ლიგას - „დადიანი“, რომელმაც „თბილისი სითი“ 8:2 დაამარცხა. ცენტრალური შეხვედრა „თ.ს სასამართლოსა“ და „გლდანის“ დაპირისპირება გახლდათ, რომელშიც სასამართლომ 4:1 იმარჯვა. 

პირველი ლიგის გამორჩეული ფეხბურთელი „ბასიანის“ ცენტრალური ნახევარმცველი თეიმურაზ ხარჩილაძე გახდა, რომელმაც „ინტექსტან“ შეხვედრაში 2 გოლითა და სამი საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

სატურნირო მდგომარეობა და ბომბარდირთა დავა შემდეგნაირად გამოიყურება:





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
ირანმა კვლავ შეუტია ქუვეითსა და საუდის არაბეთს
უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროგრესი დაბლოკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics