|
2017-04-21 16:07:29, 2474 ნახვა
სამართალი
ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა
ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს საქალაქო სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა, გუშინ კი ნაფიცმა მსაჯულებმა გიორგი ხაბელაშვილის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. გადაწყვეტილება 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ხუთსაათიანი მსჯელობის შემდეგ გამოიტანეს. პროკურატურა დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ უვადო პატიმრობას ითხოვდა. საქმის მასალების თანახმად, „2016 წლის 22 თებერვალს, ბრალდებული 7000 აშშ დოლარის ფულადი თანხისა და ოქროს ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით მივიდა მისი ნაცნობის ოჯახში, სადაც მოკვლის განზრახვით ნონა რ.-ს თავში დაარტყა სკამი, რის შემდეგაც მსხვერპლისთვის ტანჯვის მიყენების მიზნით დანით სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავლობითი ჭრილობა მიაყენა დედას და მის მცირეწლოვან შვილს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ". გარდა, ამისა, გამოძიების მასალების მიხედვით, "ბრალდებული დაეუფლა ოჯახში არსებული ოქროს ნივთების ნაწილს ღირებულს 5000 ლარად, ხოლო ოქროს ნივთების სხვა ნაწილს და ფულად თანხას ვერ მიაგნო. კვალის დაფარვის მიზნით, ნავთობპროდუქტების გამოყენებით ცეცხლი წაუკიდა საცხოვრებელ ბინას, თავად კი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან".
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)