|
2017-04-21 13:10:20, 2535 ნახვა
მსოფლიო
პარიზის თავდასხმაში ბრალდებულის სავარაუდო თანამზრახველი პოლიციას ჩაბარდა
გუშინ პარიზში მომხდარ თავდასხმაში მეორე ეჭვმიტანილი, ბელგიის პოლიციას ჩაბარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია აღიარებს თუ არა ეჭვმიტანილი ბრალს. როგორც BBC წერს, ის ბელგიის ქალაქ ანტერვპენში მდებარე პოლიციაში თვითონ მივიდა. ამასთან, 1 საათით ადრე, საფრანგეთის შინაგან საქმეტა სამინისტროს წარმომადგენლის პიერ ანრი ბრანდეს ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიცია ბელგიელი კოლეგების დახმარებით რეიდებს ახორციელებდა და მეორე ეჭვმიტანილს ეძებდა. ბელგიის გენერალური პროკურორის განცხადებით, ეჭვმიტანილის ვინაობა და მისი მოქალაქეობა ჯერ არ სახელდება. შეგახსენებთ, რომ პარიზის ცენტრში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, კიდევ 2 დაშავდა. ცნობისთვის, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მეორემ კი ადგილიდან მიმალვა მოახერხა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. თავდამსხმელად კი ბელგიელი აბუ იუსუფი დაასახელა. თავდასხმაში ბრალდებული პირი ანალოგიური დანაშაულისთვის 2005 წელსაც იყო დაკავებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)