|
2017-04-21 00:27:59, 2664 ნახვა
მსოფლიო
სროლა პარიზის ცენტრში - დაიღუპა 1 პოლიციელი, 2 კი, დაშავდა
პარიზის ცენტრში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, კიდევ 2 დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც Reuters-ი წერს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც უცნობი პირი გადმოვიდა და სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა. დაშავებული პოლიციელების მდგომარეობა მძიმეა. მედია საშუალების ინფორმაციით, თავდამსხმელი პოლიციის მიერაა ლიკვიდირებული. მისი ვინაობა დადგინდა და სამართალდამცველები მის ბინას ჩხრეკენ. თქმითმხილველების თქმით, უცნობი მამაკაცი „კალაშნიკოვით“ იყო შეიარაღებული. გარდა ამისა, არსებობს ვარაუდი, რომ თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა. ადგილობრივი სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავენ. პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ელისეის მინდვრების მიმდებარე ტერიტორიაზე გასვლისგან თავი შეიკავონ. მედიის ცნობით, ამჟამად ელისეის მინდვრების მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინაროებს. ასევე სამი მეტროსადგურია დაკეტილი. ქალაქის მასშტაბით რეიდები დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სავარაუდო ტერაქტი ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე მოხდა. შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს მარსელის პოლიციამ ტერაქტი აღკვეთა და 2 ეჭვმიტანილი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)