07:42 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 14:27:50, 1746 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მეტროს მგზავრებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ

თბილისის მეტროს მგზავრებს დღეს უჩვეულო სიურპრიზი დახვდათ ვაგონებში.

მგზავრებს საჩუქრად გადაეცათ წიგნები და 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში დაგეგმილი ღონისძიების მოსაწვევი ბარათი, სადაც ქართველი თანამედროვე მწერლები  წიგნებსა და ლიტერატურაზე ისაუბრებენ.

16:00 – რატი ამაღლობელი გალაკტიონ ტაბიძის შესახებ

16:30 – გიორგი კეკელიძე აკაკი წერეთლის შესახებ.

17:00 – ლევან ბერძენიშვილი მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ

17:30 – დათო ტურაშვილი ბაჩანა ბრეგვაძის შესახებ

18:00 – სანდრო ლორთქიფანიძე ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ

18:30 – ეთერ თათარაიძე ვაჟა-ფშაველას შესახებ

ლექციების პარალელურად, მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა სპეციალური ფასდაკლებით.

მეტროს მგზავრებს, ასევე, საჩუქრად გადასცა წიგნები ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა, რომელიც უშუალოდ ჩაერთო ამ აქციაში.

აქციის ორგანიზატორები არიან თბილისის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, გამომცემლობა „ინტელექტი“ და „არტანუჯი“.  ღონისძიების  მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.

ყველა დაინტერესებული სტუმრისთვის, 23 აპრილს, თავისუფლების მოედნიდან  პანთეონის მიმართულებით,  15:30 საათსა და 16:30 საათზე უფასო ავტობუსი იმოძრავებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics