16:36 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 19:00:46, 2298 ნახვა

მსოფლიო
მარინ ლე პენი: გამარჯვების შემთხვევაში ნებისმიერი სახის იმიგრაციას ავკრძალავ, სანამ შესაბამისი კანონპროექტი არ მიიღება

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის და "ნაციონალური ფრონტის" ლიდერის მარინ ლე პენის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის ქვეყანაში ნებისმიერი სახის იმიგრაციას აკრძალავს მანამ, სანამ ლეგალური მიგრაციის შესახებ კანონპროექტი არ შემუშავდება და არ დამტკიცდება, - ამის შესახებ BBC იუწყება.

"მინდა, რომ ლეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით მორატორიუმი დავაწესო, რათა ეს შეშლილი, უკონტროლო სიტუაცია, რომელიც ჩვენ ქვემოთ მიგვათრევს შეჩერდეს", - აღნიშნა ლე პენმა მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.

ამის შემდეგ, მისივე თქმით, იგეგმება უფრო მკაცრი, ბევრად უფრო გააზრებული, ჰუმანური და კონტროლირებადი საიმიგრაციო წესები.

ფრანგულმა მემარცხენე გაზეთმა Liberation-მა ლე პენის ამ გამოსვლას, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ყველაზე უკომპრომისო უწოდა.

გარდა ამისა, პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ფრანსუა მაკრონიმ აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთი ევროკავშირის წევრი დარჩება და ურთიერთობები გაუმჯობესდება.

ექსპერტების შეფასებით, ფრანსუა მაკრონი და მარინ ლე პენი არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მეორე ტურის ფავორიტად ფრანსუა მაკრონის მიიჩნევენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა
5 ივლისს „თეგეტა მოტორსში“ გაორმაგების დღეა
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics