|
2017-04-18 14:26:36, 2439 ნახვა
მსოფლიო
ტერეზა მეიმ დიდ ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნები დანიშნა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ვადამდელი არჩევნები დანიშნა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პრემიერის გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთში საერთო ვადამდელი არჩევნები 8 ივნისს გაიმართება. ტერეზა მეის განცხადებით, დღევანდელ რეალობაში, ევროკავშირის რეფერენდუმის შემდეგ ქვეყანას ძლიერი და სტაბილური ხელმძღვანელობა სჭირდება. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურა უკვე ამოქმედდა. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა დაუჭირა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)