|
2017-04-13 21:29:04, 2823 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
შალვა შავგულიძე საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას არ გამორიცხავს
"თავისუფალი დემოკრატების" წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, თუ დადგა აუცილებლობა პარტია საკონსტიტუციო კომისიას დატოვებს. როგორც შავგულიძემ აღნიშნა, კომისიის მუშაობა ემსახურება მხოლოდ მმართველი ძალის კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას. „არ ვიხმარდი სიტყვას გეგმა, მაგრამ თუ დადგა აუცილებლობა და ვფიქრობ, ასეთი პირი უჩანს, ჩვენ დავტოვებთ კომისიას. ვინაიდან ის პოზიციები, რომელსაც მყარად იცავს „ქართული ოცნება“, ემსახურება მხოლოდ მმართველი ძალის კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას და არა დემოკრატიულ განვითარებას. ეს ეხება საარჩევნო სისტემას, რაც შემოთავაზებულია, ძალიან არასამართლიანია და ძალიან დიდი ბონუსი აქვს მმართველ ძალას. ამ საკითხს ასევე ორგანულად ებრძვის პრეზიდენტის არჩევის წესი“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ. ცნობისთვის, „ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ“ საკონსტიტუციო კომისია დატოვა. რასაც მმართველი გუნდის წევრი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ " სასაცილოა კომისიის დატოვება, რადგან მან პრაქტიკულად დაასრულა მუშაობა".
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)