04:15 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 15:37:42, 4664 ნახვა

საზოგადოება
გივი ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრიდან უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს (ვიდეო)

სახალხო არტისტი, მსახიობი გივი ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენეს.

როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ბერიკაშვილი ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა, მეგობრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.

მარჯანიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ასობით ადამიანია შეკრებილი. ისინი გივი ბერიკაშვილს ბოლოჯერ მიაგებენ პატივს. 

მსახიობს საბურთალოზე, ამაღლების ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.

ცნობისთვის, დღეს 12:00 საათიდან, მარჯანიშვილის თეატრში გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. გარდაცვლილის ოჯახს კოლეგებმა, მეგობრებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიუსამძიმრეს.

სამოქალაქო პანაშვიდს ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეგახსენებთ, გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics