13:27 - 07 Jul, 2026
|
2017-04-12 12:22:45, 2990 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტმა 91 პირი შეიწყალა
„საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, - რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 91 მსჯავრდებული, აქედან შეწყალების აქტი შეეხო 4 ქალბატონს. შეწყალებულთაგან 62 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას, მათ შორის 3 ქალბატონი; დანარჩენ 29 მსჯავრდებულს, რომელთაგან 1 ქალბატონია, შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება სხვადასხვა ფორმით. აღნიშნული ინფორმაცია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ გააცნო. პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)