2017-04-11 12:58:29, 1682 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის დირექტორს მერსი ტემბონს შეხვდნენ.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სოზარ სუბარმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის დირექტორს ის პროექტები გააცნო, რომლებსაც სამინისტრო დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა დაგეგმილი რეფორმის პროექტის შესახებაც ისაუბრა.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა მინისტრს მათ მიერ ჩატარებული მოწყვლადი ფენების, მათ შორის დევნილების, კვლევის წინასწარი შედეგები წარუდგინეს.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან