|
2017-04-08 14:17:57, 2010 ნახვა
საზოგადოება
დაღუპული და დაჭრილი სამხედროების შვილებმა „ექსპერიმენტორიუმი“ დაათვალიერეს
2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შვილები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს - „ექსპერიმენტორიუმს" ესტუმრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვებს ფიზიკის ინტერაქტიულ მუზეუმში ექსკურსია ჩაუტარდათ და აზოტის შოუს ნახვის საშუალებაც მიეცათ. ექსკურსია პროექტ „სასწავლო კურსები სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის“ ფარგლებში მოეწყო. დაღუპული და დაშავებული სამხედროების შვილები საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სამთვიან სასწავლო პროგრამაში არიან ჩართული, რომლის დასრულების შემდეგაც მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. პროექტის პარტნიორები არიან თავდაცვის სამინისტრო, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და კომპანია „ტაქსიფაი“.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)