|
2017-04-08 10:58:38, 2644 ნახვა
მსოფლიო
AP: პენტაგონი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში რუსეთის შესაძლო მონაწილეობას იძიებს
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების ინფორმაციით, აშშ-მ სირიაში, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში რუსეთის შესაძლო მონაწილეობის შესახებ გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ AP იუწყება. როგორც პენტაგონში აცხადებენ, რუსეთმა ხელისუფლების მოქმედებების კონტროლი ვერ შეძლო, რასაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მიერ ქიმიური თავდასხმა მოჰყვა. მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ თავდასხმის ტერიტორიაზე, ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, სავარაუდოდ რუსული ან სირიული უპილოტო თვითმფრინავი დაფრინავდა. გარკვეული დროის შემდეგ "დრონი" ისევ გამოჩნდა ტერიტორიაზე, რასაც საავადმყოფოს დაბომბვა მოჰყვა. მედიის ინფორმაციით, განიხილება ვერსია, რომ შესაძლოა, ქიმიური თავდასხმის მტკიცებულებები დაფარვა სურდათ. შეგახსენებთ, სირიაში, იდლიბის პროვინციაში რამდენიმე დღის წინ ქიმიური თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მძიმედ დაშავდა. არსებობს ვერსია, რომ თავდასხმა განახორციელა ასადმა, თუმცა სირიის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს. კიდევ ერთი ვერსიით თავდასხმაში ჩართული იყო რუსეთი, თუმცა ოფიციალური კრემლი ასევე უარყოფს ბრალდებებს. გუშინ აშშ-მა სირიის საავიაციო ბაბაზე იერიში მიიტანა. ქვეყნის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით დაიბომბა სწორედ ის ბაზა, რომლიდანაც განხორციელდა ქიმიური თავდასხმა. აღნიშნულის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. მსოფლიო ლიდერებმა აშშ-ის აღნიშნული გადაწყვეტილება პოზიტიურად შეაფასეს და მხარი დაუჭირეს. ბაშარ ასადმა კი ამერიკის ქმედებებს "სულელური და უპასუხისმგებლო" უწოდა. ამასთან, აშშ-ს იერიში რუსეთმაც ნეგატიურად შეაფასა. პუტინის თქმით, ეს იყო აგრესიის გამოვლენა სახელწმიფოს მიმართ.
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)