17:32 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 16:49:01, 2407 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ზაზა გაბუნია: პრეზიდენტი იქნება სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი, ის დანიშნავს გენშტაბის უფროსსაც და ელჩებსაც

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, საკონსტიტუციო კომისიის წევრის ზაზა გაბუნიას განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს  პრეზიდენტის სტატუსისა და მისი უფლებამოსილებების შეცვლა მოხდება. კერძოდ, გაბუნიას განმარტებით, პრეზიდენტი იქნება სახელმწიფოს მეთაური,  მთავარსარდალი და ის  დანიშნავს გენშტაბის უფროსსაც და ელჩებსაც.

 გაბუნიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხათუნა გოგორიშვილი საზოგადოების მოტყუებაში დაადანაშაულა:

„თქვენი ტყუილებით დააყენეთ  უპასუხისმგებლობის მტვერი და ბუღი. ქალბატონი ხათუნა გოგორიშვილისგან მოვისმინეთ სულ ცხელ-ცხელი ტყუილი, რომ თითქოს პრეზიდენტის უფლებები, მისი სტატუსი გადაიხედება, შეიცვლება და სხვა. ქალბატონი ხათუნა რომ არ იყოს საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ვიფიქრებდი, რომ ის არ არის ინფორმირებული. მე, რა თქმა უნდა, მას არ ველაპარაკები, მინდა, მივმართო საზოგადოებას, რომელიც შეცდომაში შეიყვანა ქალბატონმა ხათუნამ და  დაბეჯითებით ვუთხრა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, არც პრეზიდენტის სტატუსი და არც მისი უფლებამოსილებები არ იქნება შეცვლილი. პრეზიდენტი იქნება სახელმწიფოს მეთაური, იქნება მთავარსარდალი, ის დანიშნავს გენშტაბის უფროსსაც, ელჩებსაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics