|
2017-04-07 10:44:14, 2125 ნახვა
სამართალი
სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული ვ.ლ. სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით დამნაშავედ სცნო. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 24 იანვარს, ქ. თბილისში გლდანის რაიონში დაახლოებით 12:00 საათზე, ვ.ლ.-მ 8 წლის შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ურტყამდა სახის და ზურგის არეში. „ვ.ლ.-ს ქმედებით მცირეწლოვანმა გოგონამ ფიზიკური ტკივილი განიცადა. სამართალდამცველებმა ვ.ლ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 - მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ლ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)