|
2017-04-05 14:08:09, 2401 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ადა მარშანია: სალომე სამადაშვილს რეპლიკა მინდა ვესროლო - სანამ აქ ხართ, პარლამენტი დაკნინებულ მდგომარეობაში იქნება
„ქალბატონ სალომეს რეპლიკა მინდა ვესროლო, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტშია, საკანონმდებლო ორგანო დაკნინებულ მდგომარეობაში იქნება“, - ასე მიმართა ფრაქცია „პატრიოტების“ წევრმა ადა მარშანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ სალომე სამადაშვილს. „ქალბატონ სალომე სამადაშვილს მინდა რეპლიკა ვესროლი, რასაც ჰქვია. ბევრი ფიქრის დროც არ მქონდა სამწუხაროდ, მაგრამ სპონტანურია, ემოციურია, იმპულსურია ჩემი რეპლიკა, მაგრამ მაინც მოისმინეთ ყურადღებით. ის, რომ პარლამენტს რეპუტაცია არ აქვს ის რაც უნდა ჰქონდეს, პირველ რიგში იმის ბრალია, რომ თქვენ პარლამენტში ბრძანდებით და თქვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ რატომღაც ოპოზიცია გქვიათ. ეს არის დიდი უსამართლობა, ეს არის დიდი დანაშაული და სანამ ეს არ აღმოიფხვრება პარლამენტში და წესიერ არჩევნებს არ ჩავატარებთ, მანამ პარლამენტი ყოველთვის დაკნინებულ მდგომარეობაში იქნება“,-განაცხადა მარშანიამ.
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)