|
2017-04-04 17:57:21, 1628 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალმა ორგანიზაციებმა სტუდენტთა დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღეს
ფინანსთა სამინისტროს და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემოსავლების სამსახური; საფინანსო-ანალიტიკური სამსახური) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების წარმომადგენლებმა დასაქმების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. თსუ-ის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობები შეიტყვეს. ფინანსთა სამინისტრო თსუ-ს დასაქმების ფორუმში უკვე მეორედ მონაწილეობს. დასაქმების ფორუმი სტუდენტებისა და დამსაქმებლების დაახლოების ეფექტური გზაა და საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ მათთვის სასურველი კომპანიებისა და ორგანიზაციების ადამიანური რესურსების განყოფილებების წარმომადგენლებს, წარუდგინონ საკუთარი თავი, მიიღონ ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებლის მიმდინარე თუ სამომავლო საკადრო საჭიროებებზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)