|
2017-04-04 14:35:50, 1649 ნახვა
საზოგადოება
დიდუბეში თანადაფინანსებული პროექტები 99,9 %-ით შესრულდა
დიდუბის რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 99,9 %-ით შესრულდა. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, გამგეობის ბიუჯეტიდან 52 სხვადასხვა პროექტზე 297 550 ლარი დაიხარჯა. 8 ობიექტზე დაზიანებული წყალსაწრეტი მილი შეიცვალა, შიდა წყალ-კანალიზაციის მილები 3 მისამართზე განახლდა, საერთო სარგებლობის კიბეების კეთილმოწყობა 2 ობიექტზე დასრულდა, სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები 3 მისამართზე განხორციელდა, სენსორული სანათები, სადარბაზოს კარებისა და კორპუსების სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია 14 მისამართზე დასრულდა, 14 ობიექტზე შეიცვალა შენობების ქანობიანი და ბრტყელი სახურავები, ამორტიზებული ლიფტი 7 მისამართზე შეკეთდა, ასევე ავარიულ სახლს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა. თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში წარდგენილი განცხადებები ყოველი თვის პირველიდან 10 რიცხვის ჩათვლით მიიღება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)