|
2017-04-03 12:22:04, 1574 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილის მოწვევით, საქართველოს ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამინისტროს დელეგაცია ეწვია
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის მოწვევით საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრი იასონა ლაოლი ხელმძღვანელობს. სტუმრებს შორის არიან მინისტრის მრჩეველი იან სიაგიანი, სასჯელაღსრულების გენერალური დირექტორი ვაიან დუსაკი, უსაფრთხოებისა და რეჟიმის დირექტორი სუტრისმანი, იურიდიული საკითხების გენერალური დირექტორატის ცენტრალური აპარატისა და საერთაშორისო სამართლის განყოფილების უფროსი კაჰიო რაჰადიან მუჟარი, იურიდიული საკითხების გენერალური დირექტორატის საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების განყოფილების უფროსი მუჰამად არდინინგრატ ჰიდაიატი და მინისტრის თანაშემწე ირვანტოდვი იჰანა პუტრა. ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრი დელეგაციასთან ერთად შეხვდება საქართელოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს. სტუმრები საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს გაეცნობიან. დაგეგმილია დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულების მონახულება, ასევე შეხვედრები პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)