13:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 13:06:52, 2061 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ლატვიის პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია, გააგრძელოთ რეფორმები სასამართლო ხელისუფლების, კანონის უზენაესობის კუთხით

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლატვიის პრეზიდენტის  რაიმონდს ვეიონისის განცხადებით, ლატვია აგრძელებს  საქართველოს მხარდაჭერას მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში.

როგორც რაიმონდს ვეიონისიმ ქართველ კოლეგასთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია როგორც ნატოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის.

„და ინსტრუმენტები, რომ გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები, სახეზეა. საჭიროა მათი სრული აღსრულება.ლატვია მხარს უჭერს ევროკავშირსა და საქართელოს შორის ურთიერთობის გაღრმავებას. ძირითადი პრიორიტეტია, რომ მაქსიმალურად  გამოვიყენოთ ასოცირების ხელშეკრულება. საქართველომ განახორციელა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ძალსიხმევბა, რომ დაეახლოვებინა ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. მნიშვნელოვანია, გააგრძელოთ რეფორმები ისეთ სფეროში, როგორიცაა სასამართლო ხელისუფლება, კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობის სისტემის დანერგვა“,-აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დიმიტრი მედვედევი დაესწრება
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics