|
2017-03-27 21:47:17, 1840 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში ღორჯომის ხეობასაც ესტუმრა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში ღორჯომის ხეობასაც ესტუმრა. ღორჯომელებთან შეხვედრისას ზურაბ პატარაძემ იმ ახალი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით უკვე დაგეგმილია, კერძოდ, ღორჯომის მთავარი მეჩეთის მიმდებარედ მოხდება მდინარის კალაპოტის გაფართოება. პროექტირების სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. დაგეგმილია და უახლოეს მომავალში დაიწყება ასევე ღორჯომის ცენტრის რეაბილიტაცია, მოეწყობა სპეციალური სკვერი. 2017 წლის ბიუჯეტით ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე დაგეგმილია 8 კილომეტრი გრძივი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოყოფილია 1 მილიონ 15 ათასი ლარი. აჭარის საგზაო დეპარტამენტი ხულოს მუნიციპალიტეტში 45 ხელოვნური ნაგებობის (ფერდსამაგრი კედელი, გაბიონები) მოწყობას გეგმავს. გარდა ადგილობრივი მნიშვნელობის გზებისა, ზურაბ პატარაძემ ქვეყნისა და რეგიონისათვის უმნიშვნელოვანეს საგზაო პროექტზე - ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა, რომელიც მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს კურორტ „გოდერძის" განვითარებას. ზურაბ პატარაძემ ღორჯომის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დანერგილ პროექტ „ამაგის" მნიშვნელობას, რომელიც მუნიციპალიტეტებში „აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებების" ჩამოყალიბებას და სოფლის მეურნეობაში მათ აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.
ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა - ამას პროტესტი მოჰყვა
ვოლსკი: მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)