13:30 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-25 12:19:37, 1318 ნახვა

საზოგადოება
ქართველ ფეხბურთელებს აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა უგულშემატკივრეს

ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშზე, ქართველ ფეხბურთელებს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა უგულშემატკივრეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და სერბეთის ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელები მწვანე მინდორზე პატარების თანხლებით გამოვიდნენ და ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნებს ერთად მოუსმინეს.

თამაშის გახსნის ცერემონიალის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ქომაგობა ბავშვებმა ტრიბუნიდან განაგრძეს. გმირი სამხედროების შვილებთან ერთად მატჩზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდნენ.

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშზე აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების შვილების დასწრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics