18:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-05 11:07:52, 666 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო აფხაზეთიდან რუსეთში მღვდელმთავრების ჩასვლის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება

საქართველოს საპატრიარქოს პრეს–ცენტრი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, რუსეთის ეკლესიის მეთაურმა აფხაზეთიდან ჩასული მღვდელმთავრები მიიღო, რომელთაც ეპისკოპოსად კურთხევა ითხოვეს. 

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, დღეისათვის აფხაზეთში მყოფ  მართლმადიდებელ სასულიერო პირთა შორის  ორი  დაპირისპირებული დაჯგუფებაა. ერთნი ცდილობენ კავშირი დაამყარონ მსოფლიო საპატრიარქოსთან და მის იურისდიქციაში შევიდნენ. მეორენი რუსეთის ეკლესიას  იგივეს სთავაზობენ.

„ორივე მათგანის პოზიცია მიუღებელია და სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიო მართლმადიდებლი ეკლესიების მიერ აღიარებულ კანონებს, რასაც, ბუნებრივია, ვერ დაარღვევს როგორც კონსტანტინეპოლის, ისე რუსეთის საპატრიარქო“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.  

განცხადების თანახმად,  საქართველოს ეკლესიამ არაერთხელ დააფიქსირა თავისი მზაობა იმისა, რომ ჩვენი მოძღვრები ჩავიდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე  და აღავლინონ მსახურება.  აფხაზეთში  შესვლას ასევე ითხოვს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, რომ თავის უშუალო იურისდიქციაში მყოფ ეპარქიაში მოინახულოს სამწყსო, მაგრამ,  ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგობის გამო,  ჯერ-ჯერობით ეს ვერ ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics