21:05 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 13:35:50, 1937 ნახვა

პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.

კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებს გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გააცნო, რის შემდეგაც ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით ვეტოდადებულ კანონპროექტს კენჭი უყარეს. პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი მხოლოდ ოპოზიციის ორმა დეპუტატმა დაუჭირა.

„ვერ მოვისმინეთ არგუმენტი, რომელიც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებაში დაგვარწმუნებდა. ყველაფერი მიდის ნდობა არ ნდობის საკითხთან. ვერ ვხედავ ლოგიკას, რატომ არ შეიძლება იყოს ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო აღმასრულებელი ხელისუფლების რგოლში“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარე ეკა ბესელიამ.

ცნობისთივს, ე.წ. მოსმენების კანონს პრეზიდენტმა ვეტო გუშინ დაადო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics