|
2017-03-17 12:44:41, 1714 ნახვა
პოლიტიკა
„ლეიბორისტები“ არ გამორიცხავენ, საკონსტიტუციო კომისია დატოვონ
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლო ხელისუფლების, კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრას მართავს. „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა კომისიის მუშაობით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო კომისია მათ წინადადებებს არ გაითვალისწინებს, მისი პარტია კომისიის დატოვების საკითხებს განიხილავს. „ეს კომისია საკონსტიტუციო გადატრიალებას ახორციელებს. ართმევს ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლებას, მას ტოვებს ცერემონმაისტერად, აკანონებს არჩევნების გაყალბებას, მანდატების მოპარვას. თუ ასეთი ფორმით გააგრძელებს კომისია მუშაობას და არ გაითვალისწინებს არცერთ წინადადებას და გააგრძელებს იმ დებულებების გატანას, რომელიც არა აქ, არამედ შუშის სასახლეშია დაწერილი, ჩვენ განვიხილავთ იმ საკითხსაც, რომ დავტოვოთ ეს კომისია“, - განაცხადა გიორგი გუგავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)