07:54 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 14:00:55, 2776 ნახვა

მსოფლიო
პრეზიდენტობის კანდიდატის ფრანსუა ფიიონის წინააღმდეგ საფრანგეთის პროკურატურამ საქმე აღძრა

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ფრანსუა ფიიონის წინააღმდეგ ქვეყნის პროკურატურამ საქმე აღძრა, - ამის შესახებ France24 იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ფიიონს დეპუტატობის პერიოდში სახელმწიფო სახსრების მითვისებასა და ოჯახის წევრებისთვის ფიქტიურ დასაქმებაში ედება ბრალი. 

სკანდალი ფრანსუა ფიიონის ირგვლივ მას შემდეგ განვითარდა, რაც ერთ-ერთმა ფრანგულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფიიონის მეუღლე წლების განმავლობაში პარლამენტის აპარატში სენატორის თანაშემწედ ფიქტიურად იყო დასაქმებული. 

პენელოპა ფიიონი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გარეშე ანაზღაურებას იღებდა. თანხამ 2005-2007 წლებში 900 ათასი ევრო შეადგინა. 

მეუღლის გარდა, ფრანსუა ფიიონმა თავის აპარატში ფიქტიურად დაასაქმა შვილებიც, რაშიც მათ, ანაზღაურების სახით, 84 ათასი ევრო აიღეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics