03:40 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-12 15:49:05, 1541 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა: პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავრობაზეა

„მოძრაობა თავისუფლებისთვის- ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ,,ნებისმიერი სოლიდარობა ძალადობის და ვანდალიზმის პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან მხოლოდ აძლიერებს დღევანდელ უსუსურ და უპასუხისმგებლო ხელისუფლებას.

უგულავას თქმით, პოლიტიკური პროცესი თუ არ გასუფთავდა ძალადობისგან საზოგადოება და სახელმწიფო სავალალო შედეგებამდე მივა.

„რა თქმა უნდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავრობაზეა, რადგან ჩვენ გუშინ ვიხილეთ ხშირ შემთხვევაში უმოქმედობა, პრევენციული ზომების არგატარება და შემდეგ რიგ შემთხვევებში ძალის გადამეტებაც. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა არის მთავარი მიზეზი გუშინდელი და მსგავსი ძალადობრივი აქტების. მთავარი მიზეზი რა თქმა უნდა არის ის მძიმე სოციალური ფონი, რომელიც შექმნილია ქვეყანაში და რაც ქმნის ფეთქებადსაშიშ სიტუაციას და ამაზე სრული პასუხისმგებლობა აკისრია საქართველოს ხელისუფლებას და ივანიშვილის რეჟმს. უკნასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მთელი საზოგადოება ვაკვირდებით ხელისუფლების მიერ წახალისებული ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის დევნას, შევიწროვებას, კვერცხების და ქვების სროლას. მეტიც, გუშინდელი ვანდალიზმის ერთ-ერთი მონაწილე და ეს ბათუმელებმა განსაკუთრებით კარგად იციან, არის ადგილობრივი სუს-ის დავალებების შემსრულებელი. საზოგადოებას კარგად ახსოვს როგორ ესროდა ეს ადამიანი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის სახლს კვერცხებს და ქვებს მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ ხელისუფლებისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს ადამიანი სუს-ის დავალებით მოქმედებდა და ყველაზე ბინძურ დავალებებს ასრულებდა. სწორედ ასეთ ძალადობრივ ჯგუფებს ეკისრებათ პასუხისმგელობა და სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაც ამაში მდგომარეობს, რომ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში აქტიურად იყენებდნენ ოპოზიციის წინააღმდეგ. დღეს, როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ან ძალოვნების შიდა დაპირისპირებასთან ან უბრალოდ კონტროლიდან გასულ ჯგუფებთან, რომლებიც საზოგადოებას და პირველ რიგში სახელმწიფოს აზარალებს. ჩვენი კონკრეტული მოთხოვნაა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ხელისუფლებამ. პოლიტიკური პროცესი თუ არ გასუფთავდა ძალადობისგან საზოგადოება და სახელმწიფო სავალალო შედეგებამდე მივა. გუშინდელი მოვლენა არის მხოლოდ აისბერგის წვერი გამომდინარე იმ მძიმე სოციალური ფონიდან, რომელიც შექმნილია ქვეყანაში’’,- აღნიშნა გიგი უგულავამ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics