|
2017-03-06 16:20:29, 1322 ნახვა
საზოგადოება
ტურისტული კომპანიებისთვის საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საგარეო, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და იუსტიციის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. შეხვედრაზე, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმებაზე ისაუბრეს. „მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, გვინდა, რომ ყველა სეგმენტი მოვიცვათ და მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია. ვფიქრობ, ტურისტული კომპანიები წარმოადგენენ სწორედ იმ სეგმენტს, რომელსაც შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ პროცესში და დღეს ჩვენ 80-მდე ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს ვხვდებით. გვინდა, ქვეყნის მასშტაბით მოვიცვათ დაახლოებით 200-მდე ტურისტული სააგენტო.ამ პროცესს მომავალში გავაგრძელებთ“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. ტურისტულ კომპანიებთან მეორე შეხვედრა 9 მარტსაა დაგეგმილი. შეხვედრები ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა. საინფორმაციო კამპანიის პირველი ეტაპი 2015 წლის აგვისტოში დაიწყო და სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით დაგეგმილია სამიზნე ჯგუფებთან შეხვედრები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
(NS)
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)