|
2017-03-02 13:29:17, 1249 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის გალერეის შემდეგ, არქივის თანამედროვე სტანდარტების კინოდარბაზი იხსნება
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალების საზოგადოებისთვის გასაცნობად იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ეროვნული არქივის შენობაში, ახალი საგამოფენო პავილიონის მიმდებარედ, მოეწყობა 170 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კინოდარბაზი. კინოდარბაზი ეროვნული არქივის შენობაში 1970-იანი წლების ბოლოდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე მოქმედებდა. ამ პერიოდში მისი ძირითადი დანიშნულება თემატური კინოსეანსების ჩვენება იყო. ტექნიკური პრობლემების გამო, 25 წელზე მეტია კინოდარბაზს ფუნქცია დაკარგული აქვს. განახლებულ ეროვნული არქივის კინოდარბაზში 3D მხარდაჭერის მქონე ციფრულკინოსაპროექციო აპარატურასთან ერთად დამონტაჟდება პროექტორი, რომელიც კინოფირზე გადაღებული ფილმების მაქსიმალური ხარისხით ჩვენებას უზრუნველყოფს. თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა, ასევე, დარბაზის აუდიო და აკუსტიკური სისტემა. ეროვნული არქივი საქართველოს მასშტაბით დოკუმენტური ფილმებისა და კინოჟურნალების ყველაზე დიდი საცავია. აქ დაცულია 5252 დოკუმენტური ფილმი; 3194 კინოჟურნალი; 1032 კინოსიუჟეტი; 111 მხატვრული და 38 ანიმაციური ფილმი. კინოდარბაზის გახსნის შემდეგ ეროვნულ არქივს საშუალება ეძლევა, მოაწყოს საარქივო ფილმების ფესტივალები და თემატური ჩვენებები, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს უმდიდრესი ფილმსაცავი. გარდა ამისა, ახალი კულტურული სივრცე იქნება ადგილი კინოს სფეროს ახალბედა წარმომადგენლებისათვის, მათი სადიპლომო თუ სადებიუტო ნამუშევრების საჩვენებლად. ფილმების ჩვენებასთან ერთად ახალ დარბაზში კონფერენციებისა და სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარებაც იქნება შესაძლებელი. კინოდარბაზი მოერგება შშმ პირთა საჭიროებებს. დარბაზის განახლების პროექტზე ამჟამად მუშაობს კონკურსში გამარჯვებული არქიტექტურული კომპანია „ვოლი". იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეროვნული არქივის სისტემაში არაერთი სამშენებლო პროექტი განხორციელდა: აშენდა და გაიხსნა ქვემო ქართლის რეგიონული არქივის შენობა რუსთავში; კახეთის რეგიონული არქივის შენობა თელავში; სამეგრელოს რეგიონული არქივის შენობა ზუგდიდში; საგამოფენო პავილიონი თბილისში. დღესდღეობით მიმდინარეობს ქუთაისის ცენტრალური არქივის მშენებლობა. (NS)
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)