21:49 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 13:23:26, 1722 ნახვა

პოლიტიკა
ბელარუსის დამოუკიდებლობის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ბელარუსის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილს ბელარუსმა კოლეგამ ალექსანდრე ლუკაშენკომ უმასპინძლა.

ოფიციალურ ცერემონიაზე საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა, რის შემდეგაც, პრეზიდენტებმა ბელარუსის სახელმწიფო დროშას პატივი მიაგეს.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, სახელმწიფო მეთაურებმა ერთმანეთს ბელარუსის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო დელეგაციების წარმომადგენლები გააცნეს, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ დამოუკიდებლობის სასახლის საზეიმო ცერემონიების დარბაზში ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics