01:11 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 14:55:04, 2101 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი უვიზო მიმოსვლაზე: ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ არა საბოლოო შედეგი ევროპასთან დაახლოების გზაზე

პრეზიდენტის პრეს-სპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წარმატებას დამსახურებულად მიაღწია, რაშიც წვლილი სხვადასხვა დროს მთავრობის წევრებმა შეიტანეს.  

როგორც მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას უვიზო მიმოსვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, მიულოცა. 

"პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტის სახელით ყველას გილოცავთ უაღრესად სასიხარულო ამბავს - მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში მიმოსვლა უვიზოდ რეალურად ამოქმედდება. მოგეხსენებათ, ხვალ - პირველ მარტს, ხელი მოეწერება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს. პრეზიდენტის აზრით, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ არა საბოლოო შედეგი ევროპასთან დაახლოების გზაზე. ეს არის ახალი შესაძლებლობა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პარტნიორობისთვის. მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ევროპული არჩევანის შეუქცევადობას და ევროკავშირის მაღალ ნდობას საქართველოსადმი, როგორც საიმედო პარტნიორისადმი", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს არის მოქმედი ხელისუფლების კონსოლიდირებული და ურთიერთშეთანხმებული მუშაობის შედეგი.

გიორგი მარგველაშვილის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვისაც.

პრეზიდენტმა საქართველოსა და ევროპას ეს წარმატება მიულოცა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics