19:56 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-26 21:13:19, 1776 ნახვა

პოლიტიკა
ილია მეორე: მე ცოდვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

"მე ცოდვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შეგთხოვთ აღავლინეთ თქვენი ლოცვა ღვთის წინაშე და შემინდეთ მე შეცოდებანი ჩემნი, ნებსითი თუ უნებლიე, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქრმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც შენდობის ლოცვა აღავლინა.

"უდიდესი სასწაული, რომელიც გზას გვიჩვენებს სასუფევლისკენ, ეს არის შენდობის კვირიაკე. შენდობის კვირიაკე თქვენ იცით, დაწესებულია პირველ საუკუნეებში, იორდანეს უდაბნოებში. ბერები ღებულობდნენ ლოცვა-კურთხევას, შენდობას ერთმანეთისგან და მიდიოდნენ უდაბნოში. მიდიოდნენ აღდგომის საგალობლების გალობით იმიტომ, რომ არ იცოდნენ ცოცხალი დაბრუნდებოდნენ თუ არა. ეს პირველი საუკუნეებიდან დღემდე მოდის და ჩვენ ვასრულებთ ამ შენდობის წესს.

საკვირველია ადამიანი როგორ იტანს, როგორ იტევს თავის სულში ამდენ სიკეთეს და ამდენ ბოროტებას, ამდენ სიხარულსა და ამდენ მწუხარებას, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, სიკეთე მუდამ გამარჯვებული იქნება. ვხედავთ მწუხარებას იმ ადამიანებისგან, რომელთაც სიკეთეს ვუკეთებთ, რომელზეც ვზრუნავთ. მადლობა ღმერთს, რომ ღმერთი გვაძლევს მოთმინებას. ღმერთი არ სჯის ადამიანს. ხშირ შემთხვევაში, თვითონ ადამიანი სჯის თავის თავს," - ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics