|
2017-02-24 20:06:26, 2711 ნახვა
სამართალი
მიხეილ რამიშვილი: მამა გიორგის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დგას
მამა გიორგის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დგას, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. დეკანოზის ადვოკატის თქმით, მამა გიორგისა და ადვოკატების მოთხოვნაზე, რომ დეკანოზის დაკითხვა დღესვე მომხდარიყო, პროკურატურის წარმომადგენლებმა უარი თქვეს, რასაც მიხეილ რამიშვილმა უპასუხისმგებლობა უწოდა. „ვაჭრობა დაგვიწყეს, ახსნა ახლა ძალიან გვიანია, სხვა დროზე შევთანხმდეთ,“- აღნიშნა რამიშვილმა, რომელმაც აქვე განაცხადა, რომ „პროკურატურას ფეხებზე ჰკიდია მამა გიორგის დაკითხვა". მისივე განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში მამა გიორგი მამალაძეზე განხორციელდეს ზეწოლა. მისი თქმით, ამის საფრთხე არსებობს, რადგან მამა გიორგი მამალაძე ჩვენების დროს ისეთი განცხადების გაკეთებას აპირებდა, რაც საქმის გარემოებებს რადიკალურად შეცვლიდა. მიხეილ რამიშვილი სახალხო დამცველს მიმართავს, რომ ხვალ-ზეგ დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულოს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)