|
2017-02-24 17:12:44, 1493 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა თოვლში ჩარჩენილი 45 მოქალაქე უსაფრთხოდ გამოიყვანეს
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებთან ერთად ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ნინოწმინდა-წალკა-თბილისის საავტომობილო გზაზე თოვლში ჩარჩენილი 15 ავტომანქანა და 45 მგზავრი გამოიყვანეს. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა, ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანებიდან 5 მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად და 4 მოხუცი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის ყველა მგზავრი და ავტომანქანა ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტების მიმდებარე ტერიტორიიდან გამოყვანილია, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)