16:24 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 18:27:37, 1369 ნახვა

საზოგადოება
ინოვაციების და ტექნლოგიების სააგენტოს საფრანგეთის ელჩი ეწვევა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნლოგიების სააგენტოს საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი ეწვევა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სტუმარი დაათვალიერებს ტექნოპარკის სივრცეს, გაეცნობა სააგენტოს პროექტებსა და პროგრამებს, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა ქვეყნებს შორის ინოვაციების და სტარტაპების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვის მიზნით, სრულუფლებიანი ელჩი ასევე, შეხვდება სტარტაპებს და საფრანგეთის მიერ შეთავაზებულ პროგრამების შესაძლებლობებს გააცნობს.
 
საელჩოს წარმომადგენლები შეხვედრაზე მოწვეულ სტარტაპებს ინფორმაციას მიაწვდიან  მნიშვნელოვანი  ღონისძიების შესახებ, რომელშიც ქართველ სტარტაპებს ექსკლუზიური მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ. 
 
ღონისძიება 2017 წლის 16 მარტს პარიზში იმართება.  სასტუმროში  - Hotel del Villa  საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების 1000-მდე სტარტაპი,  მსხვილი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, ექსპერტები და ინვესტორები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ ინოვაციურ მიღწევებს.

აღნიშნული ღონისძიება მესამედ ტარდება და წელს ის ორიენტირებულია   2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის პარიზის კანდიდატურის შერჩევაზე.  ღონისძიებას დაესწრებიან დაინტერესებული პირები  სხვადასხვა  სფეროებიდან: ტურიზმი, ლოჯისტიკა, ტრანსპორტი, მშენებლობა, განათლება, მომსახურება და სხვა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics