|
2017-02-23 14:16:10, 1659 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე იმედოვნებს, რომ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს
პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი ქართულ საკომუნიკაციო ბიზნესს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს და უცხოელ ინვესტორთა თვალში ქვეყნის იმიჯს აუარესებს. ამის შესახებ გოცირიძემ პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტის განხილვა მიმდინარეობს. „ამ კანონით სპეცდანიშნულების სახელმწიფო ძალოვანი ორგანო ერევა ფარული კონტროლის განმახორციელებელ კერძო ოპერატორი კომპანიების ფინანსურ და სხვა სახის საქმიანობაში, ქმნის მათზე ადმინისტრაციული ზეწოლის ისეთ მექანიზმებს, რომლებმაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მათ საქმიანობას. ახალი სააგენტო პირდაპირ ექცევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში და მისი ოპერატიული მართვის ქვეშ. სუსი მთლიანად ანხორციელებს სააგენტოს ხელმძღვანელი პირების დანიშვნისა და გათავისუფლების კონტროლს, ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს და მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს, მონაწილეობს მმართველობით პროცედურებში. ამ კანონის მიღება წარმოდგენილი სახით ზიანს მიაყენებს სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირების პროცესს, ლახავს ადამიანის უფლებებს, ზრდის სახელმწიფოს ჩარევის ზომას კერძო ბიზნესში და მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში“, - განაცხადა დეპუტატმა. რომან გოცირიძე იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას და საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთხელ მიეცემა დაფიქრების შესაძლებლობა. „ვერა და ვერ ისწავლა ჭკუა ოცნების ხელისუფლებამ მათივე წარსული უარყოფითი გამოცდილებიდან. სულ ბოლო მაგალითი ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყვანა იყო, რომელსაც ახლა ისევ უკან აბრუნებენ“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)