|
2017-02-22 18:32:03, 2318 ნახვა
სამართალი
შსს გურამ ჯაშზე მომხდარ თავდასხმაზე: ამ დროისთვის ყაჩაღობის ვერსია არ განიხილება
მსახიობ გურამ ჯაშზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია ექსპერტიზა. რაც შეეხება ყაჩაღობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ეს ვერსია არ განიხილება. მსახიობი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. იგი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. გურამ ჯაშს სავარაუდოდ დაზიანება ბლაგვის საგნით, თავის არეში ჰქონდა მიყენებული. მას ქირურგიული ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. ოჯახის წევრების განცხადებით, მსახიობი ღამით სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ. მათივე თქმით, წაღებულია მობილური ტელეფონი და საფულე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)