01:59 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 17:27:22, 925 ნახვა

სამხედრო
სოფელ ლეჟბადინის სკოლის მოსწავლეებისთვის ვაზიანში ღია კარის დღე გაიმართა

სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით ვაზიანში, IV მექანიზირებულ ბრიგადაში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.

ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა ვაზიანის სამხედრო ბაზა, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. მოგვიანებით, ბრიფინგზე, ბრიგადის ხელმძღვანელობამ მათ IV მექანიზირებული ბრიგადის შექმნის ისტორია და ამოცანები გააცნო.

სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორიაც მოისმინეს და საქართველოში უმაღლესი სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლის დირექტორმა, პროფესორმა მანანა მაღრაძემ ახალგაზრდებს აკადემიაში მიღების წესისა და სასწავლო პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. IV მექანიზირებულ ბრიგადაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის II კურსის იუნკერი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ალი ტალიბოვიც იმყოფებოდა, რომელიც მოსწავლეებს გაესაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics