01:59 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 15:49:40, 1624 ნახვა

სამხედრო
ლევან თეთვაძე არ გახლავთ 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე

მოქალაქე აკა სინჯიკაშვილის მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ აგვისტოს მოვლენების დროს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დედა მოწყალებას ითხოვს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განაცხადეს, აკა სინჯიკაშვილის მიერ დასახელებული პირი, ლევან თეთვაძე არ გახლავთ 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე. აღნიშნული სახელის და გვარის პიროვნება თავდაცვის სამინისტროს ბაზაში საერთოდ არ ფიქსირდება, შესაბამისად ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არასოდეს მსახურობდა.

საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან ყოველთვიურ კომპენსაციას იღებენ, რომელიც 1000 ლარით განისაზღვრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics