|
2017-02-18 17:50:35, 1457 ნახვა
საზოგადოება
ცაიშის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო
თბილისის მერი დავით ნარმანია, მისი მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი ცაიშის ქუჩაზე მიმდინარე გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე. თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული გზა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი ჩუღურეთს თბილისის ზღვასთან და მახათასთან აკავშირებს. „რამდენიმე დღის წინ, ცაიშის ქუჩაზე დავიწყეთ საკმაოდ მასშტაბური, გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და დაზიანებული გზის საფარის მოხსნა, რომლის შემდეგაც დაიწყება უშუალოდ ახალი საფარის დაგება. სულ აღნიშნულ ქუჩაზე 22 000 კვ.მ ასფალტის საფარი დაიგება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. ცაიშის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, ახალი, 600 მეტრიანი სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, მოხდება ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი და დაიგება ახალი ორფენიანი საფარი, ახალი ბაზალტის ბორდიურებით კი მოეწყობა ტროტუარები. ჯამში, ცაიშის ქუჩაზე 22 000 კვ.მ ასფალტის საფარი დაიგება. გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ქროსფოინთი“ ახორციელებს. სამუშაოები 16 თებერვალს დაიწყო და ივნისში დასრულდება.
(NS)
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)