01:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 12:36:30, 1250 ნახვა

ეკონომიკა
შემოსავლების სამსახური დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებს შეახსენებს, რომ დეკლარაციის შევსება 30 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი

შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრებში დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად დეკლარაციის ატვირთვის გამო, სისტემა გადატვირთულია.

ამის შესახებ ჟურნალისტებს  შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ხატია მოისწრაფაშვილმა განუცხადა. 

მოისწრაფაშვილი დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებს მიმართავს, რომ დეკლარაციის შევსების დღეზე არ არის დამოკიდებული დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება. მისივე განარტებით, ამ პირებს დეკლარაციის შევსების შესაძლებლობა 30 სექტემბრამდე ექნებათ.

"დღეს დაიწყო დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად დეკლარაციების ატვირთვა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. უკვე 01:01 საათისთვის ატვირთული იყო 3 000-ზე მეტი დეკლარაცია. ამწუთებში ძალიან დიდი რიგებია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში,  ასევე საბანკო დაწესებულებების ფილიალებში. მინდა, მოვუწოდო და თხოვნით მივმართო დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებს, რომ შევსების დღეზე არ  არის დამოკიდებული დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება. ასე მხოლოდ ვაფერხებთ სისტემას. ხელს ვუშლით მის გამართულ მუშაობას. ვცეთ ერთმანეთის საქმიანობას პატივი.დაუბეგრავი მინიმუმით დასაბრუნებელი თანხა ყველა მოსარგებლე პირს დაუბრუნდება",-განაცხადა ხატია მოისწრაფაშვილმა.

მისივე თქმით,  შემოსავლების სამსახურს აქვს სიახლე, რომლის თანახმადაც,  დაუბეგრავი მინიმუმის დეკლარაციას რიგითი ნომერი მიენიჭება, რაც ნიშნავს, რომ პირებს,  რომლებმაც დეკლარაცია შეავსეს, შეეძლებათ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით იმ დღის მონაცემები აკონტროლონ, რომელ დეკლარაციებსაც თანხა დაუბრუნდათ.

ცნობისთვის, დეკლარირება შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით ან/და მითითებული საბანკო დაწესებულების მეშვეობით. ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდგომ, თქვენ მიერ დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაგიბრუნდებათ დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა „დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ“ დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 თვის განმავლობაში.'





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics